Saturday, June 1, 2013

1.პროექტის სახელწოდება: ,,მთაწმინდა ქართულ ლიტერატურაში“
2.პროექტის აქტუალურობა: მოსწავლეები გაეცნობიან ქართველთა უდიდეს სიწმინდეს -მთაწმინდას, მოიძიებენ ინფორმაციას ამ წმინდა მთის შესახებ.
3.პროექტის მიზნები: მოსწავლეები ჩაუღრმავდებიან ქართული ლიტერატურის თითოეულ ნიმუშს და ამოკრებენ მასალას იმის შესახებ, როგორ აღწერენ ქართველი მწერლები და პოეტები მთაწმინდას, რას უკავშირდება ამ წმინდა მთის სახელი თითოეულ ნაწარმოებში. ძველი ქართული ლიტერატურიდან მოყოლებული რომელი მწერალი შეეხო ამ საკითხს და როგორი ფორმით.
4.მონაწილეთაასაკი:14-15  წლის 30 მოსწავლეები(XI კლასი).
5.ვადები /ხანგრძლივობა:1თვე
6.მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გაეცნობიან ყველა ტექსტს, რომლებშიც მწერლები მთაწმინდაზე წერენ, ისინი თუ აქამდე ქართველთა საძვალედ იცნობდნენ ამ მთას, ახლა მათ მეხსიერებაში სხვანაირ, უფრო მნიშვნელოვან დატვირთვას შეიძენს.
7.პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სახელმძღვანელოები, ინტერნეტი
8.პროექტის მსვლელობა ძირითადი აქტივობები:მოსწავლეები სწავლობენ გუნდური მუშაობის პრინციპებს,საკუთარი აზრის ჩამოყალიბებასა და დაცვას,იღრმავებენ ცოდნას ქართულ ლიტარატურასა და საქართველოს ისტორიაში ეუფლებიან დებატების ხელოვნებას,ეუფლებიან პრეზენტატორის და ლიდერის უნარებს.
9. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან / ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლეები შეისწავლიან მრავალ ლიტერატურულ ნაწარმოებს, რომლებშიც საუბარია მთაწმინდაზე.
ისტორია-ქართული: მოსწავლეები შეისწავლიან,ქვეყნის ისტორიულ წარსულსაც, მთაწმინდა ხომ მრავალი ამბის მოწმე და თვითმხილველია.
მუსიკა,ხელოვნება,:მოსწავლეები ისმენენ განსხვავებული ემოციის მქონე მუსიკალურ ნაწარმოებს მთაწმინდაზე შექმნილს და მის ფონზე ქმნიან ნახატებს,ხოლო ფსიქოლოგი ინდუივიდუალურად აანალიზებს თვიოეულ ნამუშევარს.
ისტ ტექნოლოგიები: მოსწავლეები აქტიურად იყენებენ ინტერნეტს და სამომხმარებლო პროგრამებს,იძენენ პროექტორის,ფოტოაპარატის,პრინტერის,სკანერის,ვიდოკამერის გამოყენების უნარებს.
მნიშვნელოვანი აქტივობა იქნება ექსკურსია მთაწმინდაზე.
10.პროექტის ფასილიტატორი -ნელი პეტრიაშვილი ქ.გორის სსიპ.სჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
11.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა nelipetriashvili@gmail.com